
ავტორი
Front News საქართველო
მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“მეორე ფრონტთან დაკავშირებით განცხადებები ხომ არ შენელებულა, ხომ არ გამქრალა ეს განცხადებები. თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან? რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ჩვენზე განვითარებულები ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში. გამოდით, ეომეთ, კაცო. იომეთ, ვინ დაგიშალათ? საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება? სამწუხაროდ და საუბედუროდ? ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი.
რა გინდათ ამ ქვეყნიდან? მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფვით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა. კიდევ ეს გვინდა ჩვენ? აი ეს არის რეალობა”, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს