
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.
“მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არიან ერთი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის“ შვილები, დღეს სხვადასხვა პარტიებად დაყოფილები. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს