
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოიგებს სასამართლო დავას, რომელსაც შვეიცარიულ ბანკ “Julius Bear”-ის წინააღმდეგ იწყებს.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, სამწუხაროა ის ქმედებები, რომელსაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი მიმართავს.
“ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე, ამხელა ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაშიც ის იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს