
ავტორი
Front News საქართველო
"მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და ლამაზი გახდეს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში პრიორიტეტები სწორად დალაგდება, განხორციელდება პროექტები, რაც დედაქალაქს კიდევ უფრო მოწესრიგებულს და ლამაზს გახდის.
„მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, განხორციელებული პროექტებისა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები. მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო მოწესრიგებული მწვანე, სუფთა და ლამაზი გახდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს