კახა კალაძე - დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. მანვე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
"თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


