
ავტორი
Front News საქართველო
1-2 დეკემბერს თბილისის მერი დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვევა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძე შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიარტოსთან.
თბილისის მერი ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება და სიტყვით მიმართავს კონფერენციის მონაწილეებს.
კახა კალაძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს