
ავტორი
Front News საქართველო
დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე მოსაუბრე ევროპარლამენტარები საქართველოს მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“ისინი ამ ქვეყნის მტრები არიან, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, უვიზო მიმოსვლასა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე იმ რეფორმებსაც განახორციელებს, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე.
რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელიც იმისთვის მოგვაწოდეს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს“,- განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს