
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ყოფილი ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის მიერ შანხაის თეატრთან კონტრაქტის გაფორმების საკითხზე აქცენტის გაკეთება არ სურს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ზოგადად არსებობს ორმაგი სტანდარტი - რაც აწყობთ, იმას აკეთებენ, თუმცა, საზოგადოება რეალობას კარგად ხედავს.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვაკეთებ აქცენტს. მაგალითისთვის, ავიღოთ თუნდაც რუსეთი და რუსული ესტრადა. ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს, უამრავ კონცერტს მართავდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ კონცერტების გასამართად. შემდეგ აქციებზე გამოდიოდნენ პოლიტიკური შეძახილებით და გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი ცუდია, თითქოს ჩვენ მივდიოდით რუსეთისკენ, მაშინ როცა ყოველკვირა რუსეთში დადიოდნენ. ზოგადად, მათი დამოკიდებულება არის ორმაგი სტანდარტი, როგორც აწყობთ და რაც აწყობთ, იმას ამბობენ და აკეთებენ, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს და რეალობას ხვდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს