
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.
დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდეს, რადგან აღნიშნული პარტია სწორედ მსგავს კანდიდატს იმსახურებს.
“მე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს. “ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ სწორედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ. ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამეხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ. ცოტა უფრო მეტად გავერთობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს