კახა კალაძე – ძალიან მარტივია, როცა პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს არის მისი გადაწყვეტილება

ავტორი
Front News საქართველო
თუ საქართველოში, როგორც ამბობენ, ვერ მოხდება განკურნება, ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვინც უშუალოდ ჩართული იქნება ამ პროცესში, შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რაც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მიდგომებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაულები და პასუხი უნდა აგოს.
“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის შემოვიდოდა კონტრაბანდისტულად, მანამდე ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე. შესაბამისად, ძალიან მარტივია, როცა პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. სხვა, თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია.
ეს არის სიმულირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი კეთდება, რათა საზოგადოებას მიაწოდონ აზრი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, მაგრამ ეს ვერ მოხდება. როგორ უნდა მოხდეს? კონკრეტული დანაშაულები აქვს, შესაბამისად, დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




