კახა კალაძე – ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრეები ვართ ბოლო დღეების განმავლობაში


ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
“ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. ყველამ დაინახა. ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრეები ვართ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით. ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მომხდართან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
“ოპოზიცია საუბრობს ყველაფერზე, სიმართლის გარდა. საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. ეს არის მათი დღის წესრიგი, მხოლოდ სიცრუეზე და სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის მათი პოლიტიკა და იმ დღის წესრიგის შინაარსი, რომელზეც დგას გაუბედურებული, გაფარჩაკებული ოპოზიცია“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს