
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება და ამის შემდეგ მოხდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული საქმის გამოაშკარავება და მასზე მოკვლევის წარმოება ქართული საგამოძიებო უწყებების დამსახურებაა.
“პირველ რიგში, ეს არის საქართველოს შესაბამისი უწყებების დამსახურება. სუს-ის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ფაქტების გამოვლენა. სანამ ტელეკომპანია „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებდა, არ გქონდათ ინფორმაცია და არაფერი გსმენიათ ამ თემაზე? ყველამ იცოდა, რომ პრობლემა იყო ეს „ქოლ-ცენტრები“ და ვინ იდგა ამის უკან.
ჩვენმა უწყებებმა დაიწყეს გამოძიება, კონკრეტული საქმის მასალების მოკვლევა. შემდეგ კი ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და სახელმწიფოების ჩართულობა იყო. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს