კახა კალაძე - ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნას ორმაგი სტანდარტის მაგალითი უწოდა.
მისივე თქმით, რომ ქართველები აღნიშნული ორმაგი თამაშის მონაწილეებსა და მიზნებს კარგად აანალიზებენ.
"ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ არიან. ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება. რაც მთავარია, ვინ ვინ არის და ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა კარგად გააანალიზა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რატომ ებრძვის და მოითხოვს აღნიშნული პარტია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
"ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. მან 2012 წელს შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხა ქვეყნის მტრები, ის „გლობალური ომის პარტია“, რაც წარმოდგენილია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან თავისი მტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაც ებრძვიან, ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს