
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგაა მიმართული, არანაირი ფასი არ აქვს.
ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატებს გადაინაწილებენ.
“არანაირი ფასი არ აქვთ. ხომ ხედავთ, რომ სოცმედია მიაქვს ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით. ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის მცდელობა, თავიანთ ამომრჩეველს ანახონ, თითქოს იბრძვიან. არადა, ხვალ-ზეგ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ყველა „შემოლაგდება“ პარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს