Logo

კახა კალაძე – ერთი რამ შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ მე ვიქნები ყველას მერი

პოლიტიკა
850
Frontnews image description

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალაქი განვითარდეს, ქალაქში იყოს აღმშენებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებისას განაცხადა.

 

მე ერთი რამ შემიძლია დავპირდე საზოგადოებას, რომ მე ვიქნები ყველას მერი, მინდა, დავპირდე ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, რომ მე, მეგობრებო, ვიქნები თქვენი მერი, ჩვენთვის არ იარსებებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, იმ სიკეთეებით, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა პროექტების სახით, რა თქმა უნდა, ისარგებლებთ თქვენ, თქვენი შვილები, შვილიშვილები, მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ქალაქის განვითარება, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ცხოვრება ამ ქალაქში. 

 

ვიქნები იმ ადამიანის მერიც, რომელიც დღეს გაიქცა სამწუხაროდ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალაქი განვითარდეს, ქალაქში იყოს აღმშენებლობა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა და ეს არჩევნები არ არის ოლიმპიადა, თბილისს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს მეტი სიცოცხლის შეტანას ყველა უბანში”,  – განაცხადა კალაძემ.

 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ დატოვა.

Advertisement