
ავტორი
Front News საქართველო
ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს, ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა და ადამიანებში იწვევს გარკვეულ აგრესიას.
“ყველამ კარგად იცის, რომ მიზანმიმართული პროპაგანდა არის. ზოგადად, ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს და ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ამ ყველაფერს ვხედავთ, ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლა უფრო სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა, რაც ადამიანებში იწვევს გარკვეულ აგრესიას“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს