
ავტორი
Front News საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, ამ ორგანიზაციების განცხადებები მისთვის არაფერს ნიშნავს.
“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილია თავიანთი ქმედებებით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით. ასე რომ, მათი განცხადება ამასთან დაკავშირებით, პირადად ჩემთვის არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა კალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს