კახა კალაძე – ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა მისი “მოწამვლიდან“ დაწყებული “სიკვდილით“ დასრულებული


ავტორი
Front News საქართველო
“იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე პოლონელი ექიმის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობასთანდაკავშირებულ შეკითხვას.
მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის თემის გარშემო ხდება, დიდი სიცრუე და ფარისევლობაა.
“ალბათ, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია.სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი „მოწამვლიდან“ დაწყებული „სიკვდილით“ დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის

კახა კალაძე – ხალხმა რაც იგრძნო და როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი იკვეთება არჩევნების დროს, “ქართული ოცნება“ მესამე ვადით არის ხელისუფლებაში

კახა კალაძე – ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ, და აუცილებლად გავიმარჯვებთ