
ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ეკონომიკის მინისტრის პეკინში გამართულ ბანკეტზე ვლადიმერ პუტინთან ერთად დასწრების საკითხს.
“ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე, რასაც ცდილობთ, თქვენ გააკეთოთ, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო ისევე, როგორც სხვა დელეგაციის წევრები აღნიშნულ ღონისძიებაში. შესაბამისად, საქართველომაც მიიღო მონაწილეობა”, – აცხადებს კახა კალაძე.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს