კახა კალაძე - ეს თანხები ქვეყანაში არეულობის მოწყობასა და ხელისუფლების დამხობას ხმარდებოდა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი მედიასთან საუბრისას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საგრანტო წინადადებების გაუქმებას ეხება.
კახა კალაძის თქმით, მართალია, მსგავსი დაფინანსებები იფუთებოდა, როგორც მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა, თუმცა, სინამდვილეში ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას ხმარდებოდა.
"ჩვენ ამ ყველაფრის მიზანი ვიცით. მსგავსი დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს აძლევდნენ გრანტებს და ეხმარებოდნენ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ნებისმიერმა პატრიოტმა მოქალაქემ, ვინც პატივს სცემს ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს, პროექტი რომ წარადგინოს, ვნახოთ თუ მიიღებს დაფინანსებას. ეს დაფინანსება მიმართულია ქვეყანაში კონკრეტული ქმედებებისკენ.
ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ ეს თანხები რას ხმარდებოდა - ზიზღს, პოლარიზაციას, ხალხის გახლეჩა-დაპირისპირებას, ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დამხობას“, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს