კახა კალაძე - ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი


ავტორი
Front News საქართველო
ყველამ გაითავისოს ის, რომ ქვეყანას მართავს მოსახლეობა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იყოს ხელისუფლებაში და ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და არა ვიღაც-ვიღაცები გარედან.
"ჩემი პოზიცია მარტივია - არც კალასი და არც კოსი არ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი.
ერთი რამ უნდა გაიგოთ, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც-ვიღაცები გარედან. ეს გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს