
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ალბათ, საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
კალაძის თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს არ აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან.
“ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია. განცხადებები, რომლებსაც ვისმენდით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ალბათ, საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს