
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადას გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ.
“არ მინდა, შევიდე პოლემიკაში, თუმცა ერთი რამ ცხადია, აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი და გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს?
პატიმრობიდან დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, რაზეც აქვს მისჯილი კიდეც. სხვა საკითხებზე იცით, რომ მუშაობს პროკურატურა. არაერთი განცხადება გაკეთდა, მიმდინარეობს გამოძიება და როგორ წარიმართება, რა იქნება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს