
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები თავად შეწყვიტა და ხელისუფლების გუშინდელ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია.
ამის შესახებ მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“ჩვენ ევროკავშირის ელჩი დაგვამახსოვრდა არჩევნებში პირდაპირი ჩარევით. ევროკავშირის ელჩი არ იყო, რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ შეჩერებულია მოლაპარაკებების გახსნის პროცესიო? გუშინდელი განცხადება რატომ გახდა პრობლემა, თუ მოლაპარაკებები შეჩერებული იყო დღემდე, არ მესმის. მართლა ვამბობ, თუ რეალურად უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, აქ არ ვართ? – გახსნან. რა არის პრობლემა ამაში? ხომ ამბობენ, რომ რუსულ საქმეს ვაკეთებთ? გახსნან მოლაპარაკება და ჩვენ არ დავეთანხმოთ, ეს ხომ რუსული საქმე იქნება? აბა, სინჯონ, გააკეთონ. გადადგან ნაბიჯი და გახსნან მოლაპარაკება. ევროკავშირშიც მიგვიღონ, აბა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას მოუწევს, შეეგუოს აზრს, რომ პირველ რიგში საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებია.
„თქვენ, კოლექტიურ რადიკალებს მოგიწევთ ერთ რამეზე შეგუება, რაც ძალიან მძიმეა თქვენთვის – საქართველო არ არის ტერიტორია. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ. ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა. მოგიწევთ ამაზე შეგუება“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს