
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მისასალმებელი იქნება, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ ქართველებს მისცეს შესაძლებლობა, ამერიკაში ვიზების გარეშე, ან გამარტივებული პროცესის გავლით ჩავიდნენ.
როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში გაცემული ვიზების რაოდენობა მცირეა.
“მივესალმები იმას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უვიზოდ იყოს შესაძლებელი. შეიძლება, ეს დღეს რთულად გასაკეთებელი იყოს, მაგრამ გაცემული ვიზების რაოდენობის სტატისტიკა რომ ვნახოთ, საქართველო ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება. გამიხარდებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს