კახა კალაძე - განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც

ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რაზეც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შესაბამის პრეზენტაციაზე ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარია მისი განხორციელება.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყანაში და რეფორმაც ოდნავ დაგვიანებულია.
"რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს. პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში.
მგონია, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივცეთ შესაძლებლობა ღირსეული განათლება მიიღონ. შემდეგ ყველაზე მთავარი რაც არის - განათლებამიღებული ადამიანების ცოდნა გამოვიყენოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამას სჭირდება განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანები. შესაბამისად, განათლების რეფორმის განხორციელება იმ ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პრეზენტაციაზე, და მან დააფიქსირა, რომ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან გაგრძელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


