
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერისარანაირი რესურსი არ გააჩნია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს გუშინდელი საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა, ოპოზიციური სპექტრი დღეს განულებულია და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათივე ქმედებებითაა გამოწვეული.
“იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ – არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს.
არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“, -განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს