Logo

კახა კალაძე – გაოგნებული ვარ ისეთი განცხადებები მოვისმინე

პოლიტიკა
299
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დებატებისთვის ყველასთან მზად არის.

 

“დებატებზე ღიად განვაცხადე, რომ ყველასთან მზად ვარ დავჯდე დებატებზე, ვერანაირ პრობლემას ვხედავ. რაც შეეხება ტესტს, გაოგნებული ვარ ისეთი განცხადებები მოვისმინე. არ ვიცი, უბრალოდ, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საზოგადოება თვითონ გააკეთებს სწორ ანალიზს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი რამდენიმე დღის წინ მერობის კანდიდატების მიერ ნარკოტესტის ჩაბარების ინიციატივით გამოვიდა, რასაც სხვადასხვა გამოხმაურებები მოჰყვა.

Advertisement