
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც იცავს კონსტიტუციას და არა თავად არღვევდეს მას, გაუგებარია ეს ყველაფერი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფაქტზე გამოხატულ მწვავე კრიტიკას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქვეყნის კონსტიტუციას.
“იმპიჩმენტს რაც შეეხება, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას.
პირველი: ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს, სხვა ადამიანებს და თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას?“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს