კახა კალაძე – გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები, შეგიძლიათ ირაკლი კობახიძეს მიმართოთ და აუცილებლად გაგიშლით თემას


ავტორი
Front News საქართველო
არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას საკითხზე არ სურს პოლემიკაში შესვლა.
“არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები. შესაბამისად, შეგიძლიათ ირაკლი კობახიძეს მიმართოთ და ირაკლი აუცილებლად გაგიშლით თემას. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არჩევნების შემდეგ, ძალიან ვრცლად ვისაუბრებ ყველაფერზე. არჩევნებამდე არ მინდა ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


გიორგი ამილახვარი – კახა კალაძე არის პრაქტიკულად უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი

პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ

გიორგი გახარია – კონკრეტულად შენ, კახა კალაძე შენი თანაგუნდელების ბრალდებებს იზიარებ? – “არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია”