
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.
მისი თქმით, ქართველი და უკრაინელი ხალხი ისტორიულად ყოველთვის გვერდით ედგა ერთმანეთს და ამ მეგობრობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის.
“მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივია. ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ გადავხედავთ ისტორიას, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს. ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორისურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს