
ავტორი
Front News საქართველო
“გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის აბსურდი.
“ეს არის მორგი სისულელე და აბსურდი. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. ამასთან დაკავშირებით თავადაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკს. ბანკმა ეს ადამიანი გაძარცვა. შემდეგ მან ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო პროცესი. ამის მიუხედავად, მისი თანხები გაჩერებულია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები დათმოს და სანაცვლოდ, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა, ეს ვერ მოხდება, შეუძლებელია.
გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია. შესაბამისად, ამით შანტაჟს და მუქარას აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს