
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის სახით, საქართველოში უამრავი აგენტი არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს.
“ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას – მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ.
“ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, რომელიც დღეს პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს