
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა საკადრო ცვლილებების თემაზე, მან ვრცლად გააკეთა განმარტებები და მე ბევრს ვერაფერს დავამატებ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, რომელიც მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კითხვები ამოწურულია, რადგან ირაკლი კობახიძემ, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, უკვე ვრცლად ისაუბრა მთავრობასთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებაზე.
“ირაკლი კობახიძე არის მთავრობის ხელმძღვანელი და ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ გააკეთოს. მგონი ყველა მინისტრი ადგილზეა და განაგრძობს მუშაობას. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, კითხვები ამოწურულია. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის მუშაობასთან, მინისტრების კომპეტენციასთან, მათ მუშაობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს