
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით არის განპირობებული.
“ჩვენი პოლიტიკა ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, რეგიონში, როგორი დაძაბული და რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩეული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხვალინდელი დღისთვის.
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, მოგვიწოდებდნენ სანქციებზე მიერთებისკენ, მეორე ფრონტის გახსნაზე და ა.შ., მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მშვიდობით მოვახდენთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს