კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე - ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ განცხადებების სახით


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადება, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ, არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება.
"ამდენი ტყუილი და სიცრუე, წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველო არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს - არ მიუერთდა სანქციებს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა არ მივეცით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ, ამიტომ ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ ამ განცხადებების სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს