
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ქვეყნის მოსახლეობისა და მმართველი პარტიის დამსახურება.
“რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დარბოდა, განცხადებებს აკეთებდა, რომ ქვეყანას როგორმე სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ბრიუსელშიც ჩადიოდნენ. მთავარი არის ის, რომ სტატუსი მივიღეთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ქვეყნის ევროინტეგრაცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს