
ავტორი
Front News საქართველო
ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა, – თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
“კარგი იქნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რასაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს – ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს