
ავტორი
Front News საქართველო
“კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო, როგორც კი დასრულდება „გოცირიძის“ მეტროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის ვადებზე და ანტიკორუფციული მოძრაობის ბრალდებების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
“კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება “გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება”,- განაცხადა კალაძემ.
ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას განცხადებით, „ის, რომ მეტროს სადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია – კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის“.
მისივე თქმით, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ შარშან გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სადგური მგზავრებს ამ დრომდე ვერ ემსახურება.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს