კახა კალაძე - ხან ხე წაიქცევა, ხან რაღაც დაზიანდება, ბუნებრივი პროცესები ხდება, რომლის პრევენციაც არ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სკვერებისა და პარკების შემოწმებასა და მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, თუმცა ბუნებრივი პროცესებისგან დაზღვეული არავინაა.
დედაქალაქის მერი ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა - ხან ხე წაიქცევა, ხან რაღაც დაზიანდება. გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები ცუდია, მაგრამ ბუნებრივი პროცესები ხდება, რომლის პრევენციაც არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს