კახა კალაძე – ხომ იციან, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში


ავტორი
Front News საქართველო
კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, იციან, როგორი თანადგომა მაქვს, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ იციან, რა შედეგი იქნება არჩევნებზე.
“კვლევებს ოპოზიციაც ხომ ატარებს, ხომ იციან, რა მდგომარეობაა, ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან და არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს