
ავტორი
Front News საქართველო
ხვალ მე თქვენ გადმოგცემთ ერთ საინტერესო წიგნს, რომელშიც ასახულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქველმოქმედება, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, გპირდებით, ხვალ მე თქვენ გადმოგცემთ ერთ საინტერესო წიგნს, რომელშიც ასახულია მისი ოჯახის ქველმოქმედება. თქვენ ძალიან ბევრი დრო გექნებათ, დაჯექით, გადაფურცლეთ, წაიკითხეთ, დაიზეპირეთ და მერწმუნეთ, გამოგადგებათ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს