
ავტორი
Front News საქართველო
პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება თბილისს.
“დღეს 31 იანვარია, დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი, ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს