Logo

კახა კალაძე - ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი

პოლიტიკა
320
Frontnews image description

ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო,  - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მარტა კოსის განცხადებას.

მისივე თქმით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან, მსოფლიოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე.

"ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო. ვიღაცები ქმნდიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. ევროპა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, როგორი დაძაბულობაა. მოვისმინეთ განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდანაც. ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები