
ავტორი
Front News საქართველო
გარკვეული ადამიანები არიან არა ჩვენი ქვეყნის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები, მათ არ სურთ ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და მშვიდობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც საუბრობენ, თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში, არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები. მათ არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია, ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყნის განვითარებაზე. ზრუნავს, რომ იყოს მშვიდობა და შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორი დღის წინ, საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს