
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მოჭიდავის ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.
კახა კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ”ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან – ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა.
“რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა ზუსტად არ ვიცი, მგონი ეს არის 1 500 ლარი ყოველთვიურად.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარისოდენობის ყოველთვიური დაფინანსება. თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად ვარ, ხელი შევუწყო, გვერდში დავუდგე ამ ადამიანს. ასევე, მზადყოფნაშია თბილისისმუნიციპალიტეტიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს