
ავტორი
Front News საქართველო
“რასაკვირველია, მთავარი და უმთავრესი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა.
“მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელიც დააზიანებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს. ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერთიანებაც გინდათ. ყველაფერს დაინახავს საზოგადოება. ვნახავთ, სადაც ვიმყოფებით, ამ რთულ გზაზე.
ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას, რა თქმა უნდა, არ მიღირს ამად“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს