
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გამოიყენოს თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება უკრაინაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერებას ეხებოდა.
“არავის ვუსურვებდი იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება. არავის, ვინც არ უნდა იყოს, არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოაწყოს მეორე ფრონტი, ქვეყანა ჩაერთოს სანქციებში, ამან გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ევროპაში მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მიუღებლობას უკავშირებს.
“განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოწოდებები, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როდესაც ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, თუმცა ესეც ცხადია საზოგადოებისთვის, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს ინტერესები ბოროტად იქნეს გამოყენებული, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, დაპირისპირება და ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს