Logo

კახა კალაძე - მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია

პოლიტიკა
216
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მსგავსი სენსიტიური თემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

"მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ - რომელი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სიცრუის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

"რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. მე თბილისის მაგალითზე შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში - იმდენი სტერილიზაცია/კასტრაცია გაკეთდა, რაც არასდროს ჩატარებულა. გარდა ამისა, ხორციელდება ახალი პროექტები და გლდანში შენდება 500 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი. ეს, რა თქმა უნდა, კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგდეს და გამართული იყოს. ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია“, - განაცხადა კალაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები