კახა კალაძე – მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის

ავტორი
Front News საქართველო
მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
“ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით. ძალადობას – ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




